27 ივლისს, ადვოკატთა ასოციაციის თბილისის ოფისში, ასოციაციის წევრებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე - სამართლიანი სასამართლოსა და საკუთრების უფლებათა ურთიერთმიმართება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში.
აღნიშნული ტრენინგ მოდული შემუშავდა ადვოკატთა ასოციაციისა და პროექტ - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/ PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში. ტრენინგი ტარდება ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში და მას უძღვებიან ადვოკატთა ასოციაციის ტრენერები - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი მაკა ნუცუბიძე და ადვოკატი თამთა დევდარიანი.